გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა, 14 და 16 იანვარს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისს ამატებს.
მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
რკინიგზის ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით.
"ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება"- აცხადებენ რკინიგზაში.