პირველად მსოფლიოში ადამიანს ცხოველის გული გადაუნერგეს

11 იანვარი 2022, 14:14 1924 ნახვა

პირველად ისტორიაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანს გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს. ოპერაცია მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა ჩაატარეს.

ექიმების განცხადებით, ექსპერიმენტული ოპერაციიდან 3 დღის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობს. მათი თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმის მტკიცება, რომ ოპერაცია 100% წარმატებულია, თუმცა ეს ტრანსპლანტაციის დარგში მნიშვნელოვანი ნაბიჯია.  პაციენტი 57 წლის დევიდ ბენეტია, რომლისთვისაც მომდევნო რამდენიმე კვირა გადამწყვეტი  იქნება. 

ექიმები ახლა ყურადღებით აკვირდებიან, როგორ მუშაობს მისი ახალი  გული.  

მსოფლიოში გადანერგვისთვის ადამიანის ორგანოების უზარმაზარი დეფიციტია, ამიტომაც  მეცნიერები ამ მიზნით ცხოველების ორგანოების გამოყენების შესაძლებლობას სწავლობენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში