ყაზახეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

11 იანვარი 2022, 14:14 676 ნახვა

ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სამშვიდობო მისია წარმატებით ჩატარდა. 

სამშვიდობო ძალების გაყვანა ორი დღის შემდეგ - 13 იანვრიდან დაიწყება და 10 დღეზე მეტს არ გასტანს. ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ალიხან სმაილოვი დანიშნა.

მანამდე პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერი სმაილოვის კანდიდატურას რესპუბლიკის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ ალმათიში სიმშვიდეა.

თითქმის ერთკვირიანი არეულობის  შემდეგ მაღაზიების უმეტესობამ მუშაობა აღადგინა, განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც. ალმათიში გამკაცრებულია სამოქალაქო კონტროლი.

ქალაქების შესასვლელებსა და გასასვლელებში ბლოკ-პოსტებია მოწყობილი, სადაც ყველა ავტომობილი მოწმდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში