ჯანმო-ს საგანგაშო პროგნოზი

11 იანვარი 2022, 17:14 1072 ნახვა

2022 წლის პირველ კვირაში ევროპის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 7 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს კლუგემ. მისი თქმით, ამ ტემპით მომავალი 2 თვის განმავლობაში, შესაძლოა, რეგიონის მოსახლეობის ნახევარზე მეტი დაინფიცირდეს.

ევროპის რეგიონში გასული 7 დღის განმავლობაში კორონავირუსს 20 ათას 400 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჰანს კლუგეს თქმით, იმის მიუხედავად, რომ რეგიონში ზოგადად სიკვდილიანობის მაჩვენებლები სტაბილურია, იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი სწრაფად ვრცელდება და ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, გარდაცვალების შემთხვევები კი მაღალ ნიშნულზეა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში