უკრაინა მზად არის ''ნორმანდიული ოთხეულის'' სამიტზე არსებითი გადაწყვეტილების მისაღებად

11 იანვარი 2022, 15:15 1001 ნახვა

უკრაინა მზად არის „ნორმანდიული ოთხეულის“ მომავალ სამიტზე არსებითი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა ქვეყნის აღმოსავლეთით არსებული კონფლიქტი დასრულდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის ოთხი ქვეყნის ლიდერების მომავალ სამიტზე შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს. უკრაინა კონფლიქტის დიპლომატიურ-პოლიტიკური გზით დარეგულირების ერთგული რჩება - ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვნელი და აღნიშნავს, რომ  უკრაინა, საფრანგეთი და გერმანია აქტიურ ძალისხმევას ახორციელებენ „ნორმანდიული ოთხეულის“ ფორმატში პროდუქტიული მუშაობის აღსადგენად. 

უკრაინას იმედი აქვს, რომ რუსული მხარეც დაუჭერს მხარს ამ ძალისხმევას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში