საქართველოში კორონავირუსის 5596 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 47 პაციენტი

12 იანვარი 2022, 10:52 981 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 5 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 946 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 58 109 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 34 115, „პისიარ“ ტესტით – 23 994.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,63%, ბოლო 14 დღის – 8,51%, ბოლო შვიდი დღის – 9,79%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 180 შემთხვევა, აჭარა - 638, იმერეთი - 563, ქვემო ქართლი - 173, შიდა ქართლი - 270, გურია - 135, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 219, კახეთი -184, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -33.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 973 909 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 919 367 გამოჯანმრთელდა, 14 311 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 577 637 აცრა, დღიურად აცრილია 10 688.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში