აჭარაში კორონავირუსის 638 შემთხვევა დაუდასტურდა

12 იანვარი 2022, 10:58 1085 ნახვა

12 იანვრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 638 ადამიანს დაუდასტურდა. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 205 საიდანაც: 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 609. მძიმე პაციენტია 123, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 42 პირი.

1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 261 - თბილისში, 466- აჭარაში. 33 829 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 83 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 80, ხოლო აჭარაში - 3.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 234 ადამიანი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში