ქობულეთის "შუქურა" ახალი სეზონის ემზადება და 11 ფეხბურთელით გაძლიერდა

12 იანვარი 2022, 10:51 1774 ნახვა

ეროვნულ ლიგა ორში დაქვეითებული ქობულეთის "შუქურა" ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდი ქალაქ ფოთში ზამთრის შესვენების შემდეგ სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა. "შუქურა" 3 თებერვლის ჩათვლით მზადებას ფოთში გააგრძელებს, 4 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით კი თურქეთში ქალაქ ანტალიაში საწვრთნელ შეკრებას გაივლის.

კლუბიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წავიდნენ: ლუკა შეროზია, ნიკა ჭანტურია, ლევან ხმალაძე, გიორგი გაფრინდაშვილი, გელა გოგიტიძე და შალვა ექვთიმიშვილი.

კლუბში რჩებიან გასული სეზონის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები: მირზა ფარტენაძე, ბექა ვარშანიძე, ირაკლი კომახიძე, მიშიკო სარდალიშვილი, კახაბერ კაკაშვილი, ზურაბ მუსელიანი, ლევან ინგოროყვა, ბექა ვერულიძე და საბა ჯინჭარაძე.

შუქურა || - დან მთავარ გუნდში კი დაწინაურდნენ: დავით მოწყობილი, ნიკო ღლონტი და ალეკო ანანიძე. "შუქურამ" მომავალი სეზონისთვის რამდენიმე ფეხბურთელი უკვე დაიმატა.

კლუბის ახალწვეულები არიან: კახაბერ მეშველიანი ( სამგურალი ), რომან ჩაჩუა ( საბურთალო ), ოლეგ მამასახლისი ( ტორპედო ), ალეკო ჩაკვეტაძე ( ტორპედო ), გიორგი ჯანელიძე ( თელავი ), ნიკოლოზ ბაშელეიშვილი ( თელავი ), ვაკო თევდორაძე ( დინამო ბათუმი ), გაგა გაზდელიანი ( სამგურალი ), გიორგი ერისთავი ( საბურთალო ), ირაკლი ლექვთაძე ( სამგურალი ), დავით სამსონია ( გაგრა ).

საწყის ეტაპზე საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას ღებულობს 23 ფეხბურთელი. ქობულეთის "შუქურას" ახალი მთავარი მწვრთნელიც ეყოლება. გიორგი შაშიაშვილის პოსტზე რევაზ გოცირიძე იმუშავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში