პესკოვმა კრემლის პოზიცია გაახმოვანა

12 იანვარი 2022, 17:08 992 ნახვა

ნატოსა და აშშ-თან მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე რუსეთს არ სურს ამერიკელი ოფიციალური პირების მსგავსად მუქარებითა და ულტიმატუმებით საუბარი  და შეფასებების გაკეთებას  ამ შეხვედრების დასრულების შემდეგ აპირებს.  ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა  განუცხადა.  

პესკოვი აღნიშნავს, რომ  ნატოს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელება და ალიანსის გაფართოება რუსეთის საზღვრების მიმართულებით  რუსეთს ემუქრება.

„აქ არ არის და არ შეიძლება იყოს ულტიმატუმის ადგილი, რუსეთი არ მართავს უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-სა და ნატოსთან მოლაპარაკებებს  ძალის პოზიციიდან“ - განაცხადა პესკოვმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში