ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის აჭარამ 10 მედალი მოიპოვა

12 იანვარი 2022, 21:16 1157 ნახვა

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში რუსთავში საქართველოს პირველობა 23-წლამდელ მოჭიდავეთა შორის დასრულდა.

23 წლამდელთა შორის საქართველოს პირველობაზე აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენლებმა 10 მედალი მოიპოვეს.

აქედან 3 ვერცხლი და 7 ბრინჯაოს მედალია.

  • 63 კგ - რატი ხოზრევანიძე - ვერცხლი. ბრინჯაო - ხვიჩა აბულაძე და რომეო ბერიძე;
  • 72 კგ - ნიკა პაქსაძე - ბრინჯაო;
  • ​77 კგ - ხვიჩა ანანიძე - ვერცხლი. ბრინჯაო - თორნიკე მიქელაძე და დათა ჩხაიძე;
  • 82 კგ - აჩიკო ბოლქვაძე - ვერცხლი;
  • 87 კგ - იაგო გობაძე - ბრინჯაო;
  • 97 კგ - ლაშა ბოლქვაძე - ბრინჯაო;

​​​​​​​

​​​​​​​

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში