ბათუმის "დინამომ" ოფიციალურად 6 ფეხბურთელი გაიფორმა

12 იანვარი 2022, 22:19 1330 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" ოფიციალურად უკვე 6 ფეხბურთელი გაიფორმა.

"დინამოს" ღირსებას მეკარე გიორგი ბეგაშვილი, მცველები გიორგი რეხვიაშვილი და ლუკა ქაფიანიძე, სერბი ნახევარმცველები, მილან რადინი და სტეფან დენკოვიჩი და შემტევი ირაკლი ბიძინაშვილი დაიცავენ.

ბათუმურ კლუბშია საქართველოს ეროვნული ნაკრები გამოცდილი ფეხბურთელი ჯანო ანანიძეც, რომელიც სავარაუდოდ კლუბში დარჩება.

გია გეგუჩაძის გაწვრთნილი "დინამო" 16 იანვარს თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება და 28 იანვრამდე იქ დარჩება. ანტალიაში "დინამო" 3 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

20 იანვარს პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერ პოზნანის "ლეხს", 23 იანვარს გდანსკის "ლეხიას", ხოლო 27 იანვარს კი "რუდარს" შეხვდებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში