ამ რთულ გეოპოლიტიკურ დროში, ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს პარტნიორების მხარდაჭერას - პრეზიდენტი

12 იანვარი 2022, 22:46 1077 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"იენს სტოლტენბერგმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა დღეს. ამ რთულ გეოპოლიტიკურ დროში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია, დაეყრდნოს თავის პარტნიორებს, რომ ისინი აგრძელებენ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცოტა ხნის წინ, ნატო-რუსეთის საბჭოს დასრულების შემდეგ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან და პატივი სცემს მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში