ყველი ეტიკეტირების გარეშე და მონიტორინგი

13 იანვარი 2022, 18:17 2079 ნახვა

ეტიკეტირების გარეშე სარეალიზაციოდ გამზადებული ყველი , რომელიც ბათუმის აგრარულ ბაზარში შეუსაბამო პირობებში იყიდება. დარღვევები სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აღმოაჩინეს, რასაც  ახლა თქვენ ჩვენს კადრებშიც ხედავთ.

ობიექტი  კრიტიკული შეუსაბამობის გამო  არაერთხელ დაჯარიმდა, დროებით დაილუქა კიდეც,  თუმცა  რეკომენდაციები   უგულებელყოფილია. აჭარის რეგიონული სამმართველო აფრთხილებს მოსახლოებას, რომ დააკვირდეთ ყველის ყიდვის დროს ეტიკეტს, რომელზეც ნატურალური პროდუქციის შემთხვევაში უნდა ეწეროს -ყველი.

თუ ამ ტიპის წარწერა რძის პროდუქტს არ ექნება ის არ არის რძით დამზადებული,  შესაბამისად უსაფრთხო. იმის გარდა, რომ ირღვევა მომხმარებლის უფლებები, როცა სათანადოდ არ არის დატანილი ინფორმაცია, რითაც შეცდომაში შედის მომხმარებელი, ამის გარდა  ირღვევა კანონი. ამ პროცესების პარალელურად კი  ყველის  რეკორდულად გაძვირდა,  სულგუნი 20%-ით, ხოლო  იმერული 11% ით. ბოლო ერთ წელიწადში  სურსათის ეროვნული  სააგენტოს თანამშრომლებმა  მხოლოდ ბათუმში  2 ათასამდე ობიექტი  შეამოწმეს,  მათი ნაწილი დაჯარიმდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში