ერდოღანი ევროკავშირს მიმართავს

13 იანვარი 2022, 18:15 777 ნახვა

თურქეთი, ისევე როგორც ადრე, ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას ისახავს მიზნად და  ევროკავშირთან აქტიურ დიალოგს უჭერს მხარს.

თუმცა ქვეყანა  თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებების, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადადების კუთხით წინააღმდეგობას აწყდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა. პრეზიდენტმა ერდოღანმა ანკარასა და ევროკავშირს შორის დიალოგის საბოტაჟის მცდელობების აღკვეთა მოითხოვა.

ერდოღანმა თურქეთს ევროპაში მრავალი პრობლემის გადასაჭრელად „საკვანძო ქვეყანა“ უწოდა. თურქეთი არის გასაღები ევროკავშირის ქვეყნების პრობლემების გადასაჭრელად. დღეს თურქეთის წყალობით, ჰუმანიტარული კრიზისი, მიგრაციული კრიზისის მასშტაბები შემცირდა, ასევე შემცირდა ტერორისტული საფრთხისა და დესტაბილიზაციის დონე - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში