ეუთო ევროპის რეგიონში ომის საფრთხეზე საუბრობს

13 იანვარი 2022, 18:10 562 ნახვა

ამ დროისთვის ევროპაში  ბოლო 30 წლის განმავლობაში ომის ყველაზე დიდი საფრთხე არსებობს.  ამის შესახებ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა   განაცხადა.

პოლონელი პოლიტიკოსის თქმით,  ეუთომ აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების სფეროში პრობლემების მოსაგვარებლად ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს, კერძოდ კი,  უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის  მშვიდობიანი დარეგულირებისთვის  რამდენიმე კვირის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპაში  შესაძლო მასშტაბური სამხედრო ესკალაციის  წინაშე ვიმყოფებით. მინისტრი აღნიშნავს, რომ სიტუაცია რეგიონში შესაძლო სამხედრო ესკალაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო შეფასებას და სათანადო რეაგირებას მოითხოვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში