ჯანმო-მ კიდევ ორი ახალი კოვიდპრეპარატი დაამტკიცა

14 იანვარი 2022, 14:17 852 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ინფექციის სამკურნალოდ ორ ახალ პრეპარატს - ბარიციტინიბსა და სოტროვიმაბს - რეკომენდაცია გაუწია. ამის შესახებ განცხადება ჯანმო-ს  ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ბარიციტინიბი არის სინთეზური პრეპარატი, რომელიც რეკომენდებულია მძიმე ან კრიტიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის.

სოტროვიმაბი რეკომენდებულია კორონავირუსის მსუბუქი კურსის მქონე ადამიანებისთვის. 

წამლების ეფექტურობა ახალი ვარიანტების, კერძოდ, ომიკრონის შტამის წინააღმდეგ, ჯერ არ არის დადგენილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში