იმატებს შანსი, რომ მოსწავლეებშიც მოხდეს შემთხვევების გავრცელება, გამოსავალი არის ვაქცინაცია - გაბუნია 

14 იანვარი 2022, 18:02 2190 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმატებს იმის შანსი, რომ მოსწავლეებშიც მოხდეს შემთხვევების სწრაფი გავრცელება.

თამარ გაბუნიას თქმით, გამოსავალი არის მასწავლებლების და სხვა პერსონალის ვაქცინაცია.

''სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ამ სიტუაციაში ვაქცინაცია არის ხსნა. სკოლებმა რამდენიმე ეტაპი გაიარეს კოვიდ-პანდემიის პროცესში, მზარდი ტალღის პირობებში. სკოლების შიდა მზაობა არის საკმაოდ მაღალი იმისთვის, რომ მათ ადგილზე უზრუნველყონ რეაგირება.

რა თქმა უნდა, იმატებს შანსი იმის, რომ ახალგაზრდებში, მათ შორის, მოსწავლეებშიც შესაძლოა მოხდეს შემთხვევების სწრაფი გავრცელება. აქ გამოსავალი ისევ არის ბუნებრივია, მასწავლებლების და სხვა პერსონალის ვაქცინაცია. სკოლებში ვაქცინაციის მაჩვენებელი არის მაღალი, მაგრამ მეტია საჭირო, რომ თითქმის 100%-მდე მივიდეს ეს მაჩვენებელი, სადაც შესაძლებელია, უკეთესი დაცვისთვის ისევ და ისევ ბუსტერ დოზა, წესების ზედმიწევნით, ზუსტად დაცვა.

თუ ადამიანს აქვს სიმპტომი, ის არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაესწროს საკლასო გარემოში სწავლების პროცესს და დარჩეს სახლში. ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო გაააქტიურებს საკომუნიკაციო კამპანიას, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ სკოლებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ აქტივობის შესაძლებლობა“- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, პანდემიის პირობებში სკოლა არის ის გარემო, რომელსაც ყველაზე გვიან უნდა შეეხოს შეზღუდვები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში