14 იანვარი ქართული თეატრის დღეა

14 იანვარი 2022, 20:10 1016 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ანდრო ენუქიძეს გრანპრი გადაეცა, რადგან მისი რეჟისორობით დადგმული სპექტაკლი „თოლია“ წლის საუკეთესო წარმოდგენად  დასახელდა.  დაჯილდოება სიმბოლურია.  1850 წლის 14 იანვარს თბილისში პირველი სპექტაკლი, გიორგი ერისთავის ‘’გაყრა’’ დაიდგა.

ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში და ასე იქცა 14 იანვარი ქართული თეატრის დღედ. დღესდღეობით საქართველოში ფუნქციონირებს დრამატული, მუსიკალური, პანტომიმური, თოჯინური და მარიონეტული თეატრები; სცენის აღიარებულ ოსტატებთან ერთად მოღვაწეობს მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგებისა და სცენოგრაფების ახალგაზრდა თაობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში