უკრაინის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს ვლადიმერ პუტინთან სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა

15 იანვარი 2022, 12:18 816 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, „ატლანტიკურ საბჭოსთან“ საუბარში განაცხადა.

ერმაკის თქმით, ამერიკული მხარე წინადადებით დაინტერესდა, ხოლო რუსული მხარის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. ვლადიმირ ზელენსკიმ მანამდეც არაერთხელ გამოთქვა აზრი, რომ მზად არის შეხვდეს ვლადიმირ პუტინს და განიხილოს დონბასში მიმდინარე კონფლიქტი, ანექსირებული ყირიმის პრობლემა და სხვა საკითხები, რაც ართულებს რუსეთ-უკრაინის ურთიერთობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში