უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო შესაძლოა დააკავონ

15 იანვარი 2022, 12:15 1016 ნახვა

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო შესაძლოა დააკავონ.  ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. პოროშენკო ამჟამად პოლონეთში იმყოფება და სამშობლოში დაბრუნებას 17 იანვარს გეგმავს.

უკრაინაში მას სახელმწიფო ღალატში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, ხოლო კიევის პეჩორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით პოროშენკოს დაუყადაღეს ბინები, მიწის ნაკვეთები და კერძო კომპანიებში კუთვნილი აქციები.

ექსპრეზიდენტს გამოძიება სამთავრებო ძალების წინააღმდეგ მებრძოლი სეპარატისტების "ქმედებებისთვის ხელის შეწყობაში" ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში პოროშენკოს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში