აშშ-ს განცხადება

15 იანვარი 2022, 14:30 901 ნახვა

რუსეთის საელჩო უსაფუძვლოს უწოდებს აშშ-ის ბრალდებებს, რომ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციისთვის საბაბს ამზადებს. ამის შესახებ ნათქვამია ვაშინგტონში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსული მხარის ცნობით, ეს ადასტურებს რუსეთზე საინფორმაციო ზეწოლის გაგრძელებას.რუსეთის საელჩოს განცხადებით, მოსკოვი ომის წინააღმდეგია და მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო პრობლემის დიპლომატიურ მოგვარებას. პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ რუსეთის აგენტები უკრაინაში ინტერვენციისთვის საბაბის შესაქმნელად მუშაობენ. აღნიშნულ საკითხზე პრესბრიფინგზე თეთრი სახლის წარმომადგენელმაც ისაუბრა. პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებით, ანალოგიური სცენარით რუსეთი 2014 წელსაც მოქმედებდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში