ომიკრონის 1189 დადასტურებული შემთხვევა - რთული ეპიდვითარება

15 იანვარი 2022, 18:10 1043 ნახვა

აჭარაში ომიკრონის 231 შემთხვევა დადასტურდა. ლუგარის კვლევით ცენტრში აცხადებენ, რომ საეჭვო შემთხვევებს შორის თითქმის ყველა დადასტურდა და კოვიდ ინფიცირებულთა შორის ნახევარზე მეტი უკვე ახალი შტამის მატარებელია.

შედეგებს პი-სი-არ ტესტი აჩვენებს, თუმცა ექიმების განცხადებით მთავარი სიმპტომი ტემპერატურაა, მისი გამოვლენისთანავე ადამიანი თვითიზოლაციაში უნდა დარჩეს. ახალ შტამს ავადობის შედარებით მსუბუქი ფორმა ახასიათებს და მათ ვისაც სტაციონარში მკურნალობა დაჭირდათ აუცრელი პაციენტები არიან.  ჯანდაცვის სფეროს მთავარი რეკომენდაცია კვლავ პირბადის ტარება და იმუნიზაციაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში