საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 1 189 398 ადამიანი

15 იანვარი 2022, 18:00 1143 ნახვა

ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ის 5 381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 30 ადამიანი, მათ შორის 7 პაციენტი აჭარაში.  სპეციალისტთა ნაწილი ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების აღსრულებას და მკაცრ კონტროლს ითხოვს.

ეპიდემიოლოგ თენგიზ ცერცვაძის პროგნოზით ქვეყანა მოსალოდნელი ტალღის დასაძლევად მზად არის, თუმცა დასძენს, რომ კლინიკურად მსუბუქი მიმდინარეობა სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა, რადგან  რეკორდულად სწრაფი გავრცელება ახასიათებს.  ასეთი მონაცემებით რეგულაციები ხშირად გამკაცრებულა, თუმცა ამჯერად ახალი შეზღუდვების მიღება არ იგეგმება.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს ,- საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 1 189 398 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 41.4% „ბუსტერ“ დოზა გაკეთებული აქვს 105 552 ადამიანს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში