ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზაზე საბოლოო უარი უთხრეს

16 იანვარი 2022, 12:35 1271 ნახვა

მსოფლიოს პირველ ჩოგანს სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზაზე უარი საბოლოოდ უთხრეს.

BBC-ის ინფორმაციით, სასამართლომ დღეს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება უარი უთხრას ვიზაზე ნოვაკ ჯოკოვიჩს.  

ავსტრალია უახლოეს დღეებში ნოვაკ ჯოკოვიჩის დეპორტაციას მოახდენს.
ფედერალური სასამართლოს სამმა მოსამართლემ მხარი დაუჭირა ემიგრაციის მინისტრის მიერ პარასკევს მიღებულ გადაწყვეტილებას.
ამ გადაწყვეტილებამ დაასრულა 34 წლის ჩოგბურთელის იმედები, მოეგო ავსტრალიის ღია პირველობა და რეკორდული  რაოდენობილის 21-ე დიდი სლემის ჩემპიონი ყოფილიყო.

მისი პირველი მატჩი წლის პირველ სლემზე ორშაბათს იყო დაგეგმილი.
გუშინ პრესკომფერენციაზე ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ტურნირზე და ჯოკივიჩის სიტუაციაზე ისაუბრა.

"ავსტრალიური სლემი ბრწყინვალე იქნება ნოვაკთან ერთადაც და მის გარეშეც"

ესპანელის განცხადებით, ტურნირზე მაღლა ვერცერთი ჩოგბურთელი ვერ დადგება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში