უკრაინა კიბერთავდასხმაში ბრალს ბელარუსის დაზვერვას სდებს - მედია

16 იანვარი 2022, 12:10 982 ნახვა

უკრაინა ფიქრობს, რომ მომხდარი კიბერთავდასხმა ბელარუსის დაზვერვამ განახორციელა და მათ ისეთივე მავნე პროგრამა გამოიყენეს როგორსაც რუსეთის სადაზვერვო სამსახურები იყენებენ. ინფორმაციას Reuters უკრაინის უსაფრთხოების მაღალჩინოსნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

14 იანვარს, უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა და გამოჩნდა მუქარა უკრაინელების მიმართ, რომ „ეშინოდეთ და ყველაზე ცუდს ელოდნენ.“ მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის ობიექტებს შორის იყო: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდები.

მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე გამოჩნდა. ვებგვერდების შავ ფონებზე გამოქვეყნდა უკრაინის დროშის, გერბის და რუკის გადახაზული სურათები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში