ტოჩინოშინი იანვრის ბაშოზე თანაბარ ბალანსზე გავიდა

16 იანვარი 2022, 14:50 958 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე 2022 წლის პირველ სუპერტურნირზე 34 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე  თანაბარ ბალანსზე გავიდა.

ჰაცუ ბაშოს მე-8 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი ტერუცუიოშის გაეჯიბრა და იორიკირის ილეთით დაამარცხა, რითაც ტურნირზე ზედიზედ მე-2 გამარჯვება მოიპოვა.

დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ტოჩინოშინს ამ დროისთვის თანაბარი ბალანსი 4 მოგება და 4 წაგება აქვს.

ლევანი მომდევნო ბრძოლას მე-14 მაეგაშირა კოტონოვაკასთან ჩატარებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში