ვინ გახდება ცესკოს თავმჯდომარე?

16 იანვარი 2022, 18:05 939 ნახვა

პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინში. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ვის წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს. სპეციალურ კომისიას სამი კანდიდატი უკვე შერჩეული ყავს.

პროცესებს აკრიტიკებს ოპოზიცია. მათი ნაწილი არ აპირებს პროცესებში ჩაერთოს, რადგან მათივე განმარტებით, ნდობა ამ პროცესის მიმართ არ არსებობს. განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველი გუნდის წევრებს. "ქართულ ოცნებაში" პროცესის მიმართ ნდობა დიდი აქვთ და იხსენებენ, რომ 2021 წელს არჩევნები ცესკოს მიერ მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული.

რა ვადით აირჩევს პარლამენტი "ცესკოს" ახალ თავმჯდომარეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენი მხარდამჭერის მობილიზება მოხდება სასესიო დარბაზში კენჭისყრის დღეს. თუ კანდიდატი პირველ ჯერზე 100 ხმას მიიღებს, ის თანამდებობაზე სრული ვადით, 5 წლით დაინიშნება. იმ შემთხვევაში კი თუ 100-ზე ნაკლები დეპუტატის ხმა დაფიქსირდება, განმეორებით კენჭისყრაზეც, აგვისტოს მოვლენების მსგავსად კანონმდებლები ცესკოს თავმჯდომარეს ისევ 6 თვის ვადით აირჩევენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში