შშმ პირთა საოჯახო საცხოვრისი სენაკში გაიხსნა

16 იანვარი 2022, 18:10 951 ნახვა

სენაკში ზრდასრული შშმ პირებისთვის საოჯახო ტიპის საცხოვრებელი გაიხსნა. პროექტი სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციის "ხელი ხელს" ინიციატივით და სენაკის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

შედეგად საოჯახო ტიპის სახლში 5 ადამიანი განთავსდება. ისინი დიდი ზომის ჩაკეტილი ინსტიტუციების ნაცვლად თავისუფალ გარემოში გააგრძელებენ ცხოვრებას. საოჯახო ტიპის საცხოვრისი მათ საშუალებას აძლევს არ გაატარონ მთელი დრო იზოლირებულ გარემოში, სადაც პიროვნული თავისუფლება შეზღუდული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში