საქართველოში კორონავირუსის 3656 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი

17 იანვარი 2022, 10:51 916 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3656 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან  გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 066 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 711 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 196 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 515 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.31 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.69%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 530 შემთხვევა, აჭარა - 330, იმერეთი - 213, ქვემო ქართლი - 116, შიდა ქართლი - 98, გურია - 67, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 104, კახეთი -106, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 53 329.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში