კლინიკური სიმპტომატიკის არ მქონე პირებისთვის, კორონავირუსის გამოსავლენად მხოლოდ PCR ტესტის გაკეთებას აქვს აზრი - ბიძინა კულუმბეგოვი​

17 იანვარი 2022, 12:27 899 ნახვა

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით,  კლინიკური სიმპტომატიკის არ მქონე კონტაქტებისთვის, კორონავირუსის გამოსავლენად მხოლოდ PCR ტესტის გაკეთებას აქვს აზრი.

მისივე თქმით, ანტიგენის ტესტის მგრძნობელობა იზრდება მხოლოდ კლინიკური სიმპტომების მქონე ადამიანში.

„ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემა, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და FDA ცალსახად ადასტურებს, რომ რაღაც სერიოზული გარღვევა იმასთან დაკავშირებით, რომ სწრაფი ან PCR ტესტი ვერ პოულობდეს „ომიკრონით“ დაავადებულ პაციენტებს, არ ფიქსირდება. ამიტომ, სიმპტომების გამოვლენიდან რამდენიმე დღეში ადამიანებმა მაინც უნდა გაიკეთონ ტესტი, რაც აუცილებელია. ჩვენ ვამბობთ, რომ PCR ტესტი არის ოქროს სტანდარტი დაავადების გამოსავლენად, მაგრამ ისიც არ არის 100%-იანი. კონტაქტების ძიებისას ანტიგენის ტესტს პრაქტიკულად არ შეუძლია დაბალ კონცენტრაციაში გამოავლინოს ვირუსი, შესაბამისად ანტიგენის ტესტის მგრძნობელობა იზრდება მხოლოდ კლინიკური სიმპტომების მქონე ადამიანში. ამიტომ ანტიგენის ტესტის გაკეთებას აზრი მაშინ აქვს, თუ კლინიკური სიმპტომატიკა არის გამოვლენილი.

თუ ვეძებთ მხოლოდ კონტაქტებს და არ გვაქვს კლინიკური სიმპტომატიკა, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ აზრი აქვს PCR ტესტის გაკეთებას. თუ კლინიკური სიმპტომატიკა აქვს ადამიანს და ანტიგენი უარყოფითია, რასაკვირველია მეორე ეტაპზე უნდა ჩატარდეს PCR ტესტირება. თუ ჩვენ გვაქვს კლინიკური სიმპტომებით გამოხატული, აუცილებლად გვჭირდება თვითიზოლაცია და პროტოკოლით ტესტირება. გაქვთ კლინიკური სიმპტომები? ძალიან გთხოვთ დარჩით სახლში და მიჰყევით ტესტირების ეტაპებს. ცდომილების ზღვარი არსებობს, არსებობდა და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. ტესტები მოქმედი და ვალიდურია. ტესტები იჭერენ „ომიკრონს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში