სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვა

17 იანვარი 2022, 15:35 956 ნახვა

ანაზღაურების  ასი პროცენტით  გაზრდა  და ადეკვატური  სამუშაო  პირობები  -  ამ მოთხოვნით დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების   სააგენტოს   თანამშრომლები   გაიფიცნენ.  ამბობენ, რომ   წლებია მიზერულ ხელფასზე  მუშაობენ და ამ ხელფასით სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად  გადაადგილების  საფასურის  გადახდაც თავად უწევთ,    რადგან   ოჯახების შესასწავლად კონკრეტულ მისამართზე რომ მივიდნენ,   ტრანსპორტირება  არ უფინანსდებათ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები  გაიფიცნენ  აჭარაშიც. მათი თქმით, პროტესტი არ შეწყდება ვიდრე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მათ ადეკვატურ პირობებს არ შესთავაზებს. 

საქართველოს  ჯანდაცვის მინისტრის  მოადგილის ინფორმაციით,  სოციალური სააგენტოს  თანამშრომლების  ხელფასები  უკვე  გადაიხედა  და   ხელფასების 40-დან  60 პროცენტამდე ზრდა  მათი  დატვირთულობიდან გამომდინარე  ადეკვატურია.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში