სოლიდარობა დევნილებს- აქცია ბათუმში

17 იანვარი 2022, 15:30 993 ნახვა

ზღვის უბანში დაღუპული იძულებით გადაადგილებული პირის ოჯახს სოლიდარობას უცხადებს ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

პარტიის წევრები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, დევნილების საკითხებზე ხელისუფლება არაეფექტურად მუშაობს და ამ მიმართულებით სოციალური პოლიტიკა გასაძლიერებელია. სოლიდარობის აქციას ბათუმში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებიც შეუერთდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში