კიევში სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან

17 იანვარი 2022, 15:17 738 ნახვა

კიევის პეჩორის რაიონული სასამართლო  სახელმწიფო ღალატის ბრალდების საქმეზე  უკრაინის ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პეტრო პოროშენკო პოლონეთიდან უკრაინაში დღეს დაბრუნდა და აეროპორტიდან სასამართლო დარბაზში მივიდა. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს არ ეთანხმება და ციხეში ჩაჯდომას არ აპირებს.

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში