საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ფარიკაობაში მსოფლიო თასზე მე-10 ადგილი დაიკავა

17 იანვარი 2022, 18:11 1107 ნახვა

თბილისში გამართულ მსოფლიო თასზე საქართველოს ხმლით მოფარიკავე კაცთა ნაკრებმა მე-10 ადგილი დაიკავა.

პირველ ეტაპზე ქართველებმა საუდის არაბეთი 45:23 დაამარცხეს. ამის შემდეგ რუსეთთან 40:45 დათმეს, რის შემდეგაც საქართველო მეცხრე-მეთექვსმეტე ადგილისთვის ბრძოლაზე გადაერთო.

ქართველმა მოფარიკავეებმა აქ  სამი ბრძოლა გამართეს. ჰონგ კონგი 45:30 და იაპონია 45:43 დაამარცხეს, თუმცა წააგეს ამერიკასთან 30:45 წააგეს რითაც მეათე ადგილს დასჯერდნენ.

მსოფლიო თასზე საქართველოს ქალთა ნაკრები პირველივე წრეში აზერბაიჯანთან 43:45 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

თბილისი მსოფლიო თასს 14-17 იანვარს მასპინძლობდა, საქართველოს ვაჟთა ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

სანდრო ისტორია დაწერა და პირველი ქართველი მოფარიკავე გახდა, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში