ისტორიაში პირველად ქართველი მსაჯი 6 ერის შეხვედრას განსჯის

17 იანვარი 2022, 18:13 1263 ნახვა

2021 წლის საქართველოს საუკეთესო მსაჯი ახალი წლიდან ახალ ისტორიას წერს. ნიკა ამაშუკელი ტიერ 2 ქვეყნებიდან პირველი მსაჯია, რომელიც ექვსი ერის კარს შეაღებს და თებერვალში ორ თამაშს იმსაჯებს.

6 თებერვალს, 2022 წლის ექვსი ერის პირველ ტურში, ის საფრანგეთისა და იტალიის მატჩზე რეფერის პირველი ასისტენტი იქნება, ხოლო 27 თებერვალს, მესამე ტურში, ირლანდიისა და იტალიის შეხვედრას უკვე ცენტრში იმსაჯებს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ უძველეს, თითქმის 140-წლიანი ისტორიის მქონე ტურნირში, ამაშუკელი 2023 წლის მსოფლიო თასის წინ მიიწვიეს. თებერვალ-მარტში ევროპის უძლიერეს ჩემპიონატში სულ 15 თამაშია.

შესაბამისად, შეირჩა ამ მომენტისთვის 15 უძლიერესი რეფერი და სასიხარულოა, რომ მათგან ერთ-ერთი ქართველია.

თავად ნიკა ამ დანიშვნას მოულოდნელს უწოდებს.

"ვერც კი წარმოვიდგენდი ექვს ერის ცენტრში თუ მომიწევდა მსაჯობა. ლოგიკური იქნებოდა, თუ მხოლოდ გვერდით მსაჯად მივიღებდი დანიშვნას, მაგრამ სრული შოკი იყო, როდესაც ჟოელ ჟუშმა დამირეკა და მითხრა – 27 თებერვალს ირლანდიისა და იტალიის მატჩს ცენტრში იმსაჯებ. ექვს ერზე პრესტიჟული ტურნირი არ არსებობს და მის ნაწილად ყოფნა უდიდესი პატივია'', - აცხადებს ამაშუკელი.

შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს ამაშუკელი პირველი ქართველი არბიტრი გახდება, რომელიც 7-კაცას მსოფლიო სერიაზე, მალაგას ეტაპზე იმსაჯებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში