საქართველოში კორონავირუსის 7521 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი

18 იანვარი 2022, 10:47 1051 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 3160 პაციენტი, გარდაიცვალა 31.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 56 367 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38 892, „პისიარ“ ტესტით – 17 475.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 13,34%, ბოლო 14 დღის – 10%, ბოლო შვიდი დღის – 10,26%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 4 171 შემთხვევა, აჭარა - 801, იმერეთი - 792, ქვემო ქართლი - 285, შიდა ქართლი - 380, გურია - 193, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302, კახეთი -263, მცხეთა-მთიანეთი - 171, სამცხე-ჯავახეთი - 108, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -55.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 006 864 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 934 667 გამოჯანმრთელდა, 14 512 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 622 459 აცრა, დღიურად აცრილია 9 290.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში