თუ ტესტი უარყოფითია და ადამიანს სიმპტომი აქვს მნიშვნელოვნია დარჩეს სახლში - გაბუნია 

18 იანვარი 2022, 11:18 1332 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, თუ ტესტი უარყოფითია და ადამიანს სიმპტომი აქვს უმჯობესია სახლში დარჩეს და რამდენიმე დღეში კვლევა განმეორებით ჩაიტაროს. 

თამარ გაბუნიას თქმით, ''ომიკრონის'' შტამით ინფიცირების დროს შესაძლოა ადრეულ ეტაპზე ტესტმა დადებითი პასუხი არ აჩვენოს. 

''ტესტების რაოდენობა ქვეყანაში საკმარისია. ორივე ტესტი, როგორც ანტიგენი ასევე პისიარი რჩება ''ომიკრონის'' სადიაგნოსტიკო საშუალებად. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა ადრეულ ეტაპზე ანტიგენ ტესტმა ვერ გამოიცნოს დაავადება, ამ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ სიმპტომების განვითარებას და თუ ტესტი უარყოფითია და სიმპტომი აქვს ადამიანს მნიშვნელოვნია დარჩეს სახლში და განმეორებით ჩაიტაროს ტეტსი რამდენიმე დღეში. ეს პროცესი გამართულია და ვფიქრობ არ უნდა გამოიწვიოს დაბნეულობა. ოჯახის ექიმები ამის შესახებ კარგად არიან ინფორმირებულები და შეუძლიათ რჩევა და მიმართვა მისცენ მოქალაქეებს'' - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

ამ ეტაპზე საქართველოში ''ომიკორინის'' შტამით ინფიცირების 1 200-ზე მეტი შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში