პოროშენკოს საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო

18 იანვარი 2022, 09:53 471 ნახვა

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალამდე გადაიდო. 

უცხოური მედიის  ინფორმაციით, გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე არაუგვიანეს ოთხშაბათს გამოცხადდება. საქმე ეხება ე.წ. „ქვანახშირის“ საქმეს, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული. მას ქვანახშირის არალეგალურად გატანას ედავებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში