სერვისის გაუმჯობესებისთვის 474 000 ლარი დაიხარჯება

18 იანვარი 2022, 11:54 665 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით 474  000 ლარს დახარჯავს. სერვისის სტანდარტების ტრენინგი აჭარის 26 სოფელში ჩატარდება. ინგლისური ენის სასწავლო კურსს გაივლიან მთიან აჭარაში.

გასულ წელს ჯამში დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ტრენინგ-სემინარებს ტურისტული სექტორის 1000-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

შეიქმნა ბათუმისა და ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელოც. მიმდინარე წელს, მთიან აჭარაში სერვისის განვითარების ღონისძიებები „იდუმალი სტუმრის“ მეთოდოლოგიის მიხედვით, ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით დაიგეგმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში