სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ითხოვს

18 იანვარი 2022, 11:54 647 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ გემურაულში მცხოვრები ბერიძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. 6 წევრიანი ოჯახი სოციალურად დაუცველია.

სახლს სახურავი არ აქვს და უამინდობის დროს წყალი ოთახებში ჩადის. ბერიძეები ამბობენ, რომ დახმარების თხოვნით ხელვაჩაურის მერიაში  არაერთი წერილი დატოვეს, თუმცა  უარი მიიღეს.

ხელვაჩაურის მერის  თქმით, პრობლემა მისთვის ნაცნობია. ოჯახს კი პირადად კვირის ბოლოს შეხვდება.

რაც შეეხება სახლის გადახურვის თხოვნას, მერი ამბობს, რომ თუნუქის პროგრამა მუნიციპალიტეტში არ მოქმედებს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში