ევროპარლამენტის ახალი თავმჯდომარე პირველივე ტურში აირჩიეს

18 იანვარი 2022, 14:39 1825 ნახვა

ევროპული პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი მალტის მოქალაქე რობერტა მეცოლა  ხმების აბსოლუტური უმრავლესობით  ევროპარლამენტის თავმჯდომარედ პირველივე ტურში აირჩიეს - ასეთია კენჭისყრის შედეგი.  მის კანდიდატურას მხარდაჭერა 690-დან  458-მა  დეპუტატმა გამოუცხადა.  კენჭისყრა დისტანციურად ჩატარდა. 

მეცოლას კანდიდატურა ევროპარლამენტის სპიკერის თანამდებობაზე უმსხვილესმა ფრაქციამ ევროპის სახალხო პარტიამ  წარადგინა.იგი 1999 წლის შემდეგ ევროპარლამენტის პირველი ქალი სპიკერი გახდა.

ევროპარლამენტის თავმჯდომარეს  ყოველ ორ წელნახევარში ირჩევენ.  ევროპარლამენტის ბოლო პრეზიდენტი დავიდ სასოლი იტალიაში 11 იანვარს 66 წლის ასაკში ონკოლოგიური დაავადების შედეგად გარდაიცვალა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში