ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას ითხოვენ 

18 იანვარი 2022, 16:04 932 ნახვა

ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის, როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლის დაზარალებულად ცნობას ითხოვენ.

ამის შესახებ უფლებადამცველებმა გენერალურ პროკურატურასთან ისაუბრეს.

ნიკა გვარამიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში არის  მასალები, რომელზეც ხელი არ მიუწვდებათ, ეს არის  ეს არის წამების ამსახველი სრული ვიდეომასალა. 

''ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან სრული წვდომა გვქონდეს ყველა მასალაზე, რომელიც არსებობს იმ უწყებაში, რომელიც გამოძიებას აწარმოებს ამ საკითხზე, რომელიც არის სახელმწიფო ინსპექტორი. ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორთან გვაქვს მასალების გაცვლა-გამოცვლა, თუმცა არსებობს მასალები, რომელზეც ხელი არ მიგვიწვდება, პირველ რიგში ეს არის წამების ამსახველი მთელი ვიდეომასალა, სრული მარშრუტი. ასევე, მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორს და სახალხო დამცველს აღნიშნულთან დაკავშირებით დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ამას გარდა, ჩვენ არ გვაქვს დიდი ილუზია, რომ დაზარალებულად ვიქნებით ცნობილი, შესაბამისად სახელმწიფო ინსპექტორს მოვუწოდებთ გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ვიდეომასალა, რადგან ამასთან დაკავშირებით დაზარალებულ სააკაშვილის თანხმობა არსებობს. ის ასევე მოუწოდებს ინსპექტორის სამსახურს, მოხდეს აღნიშნული მასალის გამოქვეყნება“, – განაცხადა გვარამიამ.

ადვოკატის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს სააკაშვილის სრული სამედიცინო ექსპერტიზა, განსაკუთრებით ნევროლოგიური და ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური მიმართულებით.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში