ზღვაში შთაფლვა

18 იანვარი 2022, 14:07 1221 ნახვა

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ღამით  ზღვაში შთაფლვა ორგანიზებულად არ განხორციელდება, თუმცა მრევლს ინდივიდუალურად   მოძღვართან ერთად შეუძლია შევიდეს ზღვაში.

ნათლისღება ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების თანახმად ამ დღეს მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე მონათლა.

დღესასწაულს მართლმადიდებლები 19 იანვარს აღნიშნავენ,  რა დროსაც  ყველა მოქმედ ტაძარსა და მონასტერში ტარდება წყლის კურთხევა და ნაკურთხი წყალი მრევლს სახლში მიაქვს.   

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში