მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის უფლებას, აირჩიოს, ვისთან ითანამშრომლოს​ - კარლ ჰარცელი

18 იანვარი 2022, 17:29 1119 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით,  ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უფლებას, აირჩიოს ვისთან ითანამშრომლოს.

„მე არ ვარ ნატო-ს წარმომადგენელი და ნატო-ს სახელით ვერ ვისაუბრებ. როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს, შემიძლია, ვთქვა, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის უფლებას, აირჩიოს მისი თანამშრომლობა. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რითაც თანამედროვე ევროპული უსაფრთხოება ხელმძღვანელობს. ამ პრინციპს ვიცავთ ჩვენი ამერიკელი, ნატო-ელი და ეუთო-ს პარტნიორებთან ერთად.

ვიმედოვნებთ, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე დროში შევძლებთ ამჟამინდელი დაძაბული ვითარების განმუხტვას. ჩვენ ევროკავშირის მხრიდან ვთქვით, რომ მზად ვართ, ვიმოქმედოთ მკაცრი საფასურის გადასახდელად, სამხედრო ინტერვენციის ან დესტაბილიზაციის მცდელობის შემთხვევაში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში