სოფო ბობოხიძეს დღეს დაკრძალავენ

17 დეკემბერი 2016, 00:00 3471 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს დღეს დაკრძალავენ. "მოამბის" ქუთაისის ბიუროს ოპერატორი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. სოფო ბობოხიძე საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღძრა. სოფო ბობოხიძე საზოგადოებრივ მაუწყებელში 2013 წლიდან მუშაობდა.  

ამავე კატეგორიაში