საქართველოში კორონავირუსის 8728 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი

19 იანვარი 2022, 10:51 1147 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8728 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 8545 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 605 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 350 კვლევა ანტიგენის ტესტით და 30 255 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.72%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.44% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.93%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 4 797 შემთხვევა, აჭარა - 1 184, იმერეთი - 859, ქვემო ქართლი - 302, შიდა ქართლი - 429, გურია - 186, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 289, კახეთი -339, მცხეთა-მთიანეთი - 176, სამცხე-ჯავახეთი - 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 57 799.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში