უხვი ნალექის გამო, ქობულეთის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება, პრობლემებია გადაადგილების კუთხითაც

19 იანვარი 2022, 12:08 1574 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე დილიდან ინტენსიურად თოვს. მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის საფარი 15-20 სანტიმეტრს აღემატება.

სოფლებში: ხალა, ცხემვანა და ბობოყვათი მოსახლეობას ელექტრო ენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. აღნიშნულ სოფლებში თოვლმა სადენები ჩაწყვიტა.

როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, ადგილზე გასულია ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ამ დროისთვის, გადაადგილება შეზღუდულია სოფლების: ქაქუთი, სოფელი ქობულეთი, აჭყვისთავი, ჭახათი, ცხემვანა, ხალა და სახალვაშოს მიმართულებით.

აჭარის საავტომობილო გზები ქობულეთის განყოფილების უფროსის განცხადებით, დილიდან 6-ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული სოფლების შიდა საუბნო გზების გასაწმენდად. სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი გზები კი გაწმენილია.

ქობულეთის მერიაში მუშაობს სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, სადაც მოსახლეობის მიერ შესულ შეტყობინებებს სწავლობენ.

მათივე განმარტებით, სოფლებში სადაც ელექტრო ენერგიის მიწოდების პრობლემაა ტექნიკური ჯგუფები სავარაუდოდ მიწოდებას დღის ბოლომდე აღადგენენ.

ამ დროისთვის უხვ ნალექს ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდების კუთხით მუნიციპალიტეტში პრობლემა არ შეუქმნია.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში