კიევის პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილება

19 იანვარი 2022, 17:00 847 ნახვა

კიევის პეჩორის სასამართლომ ქვეყნის მეხუთე პრეზიდეტი პეტრო პოროშენკო  პირადი თავდებობით გაათავისუფლა და პირველი მოთხოვნისთანავე  სასამართლოში ან დაკითხვაზე გამოცხადების, ასევე საზღვარგარეთის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება დააკისრა. 

სასამართლომ უარი უთხრა უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს პოროშენკოს დაპატიმრების ან  ერთი მილიარდი გრივნის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნაზე.

უკრაინაში სახელმწიფო ღალატის შესახებ მუხლი არ ითვალისწნებს ბრალდებულის სავალდებულო დაპატიმრებას.  გამომძიებლები პოროშენკოს სახელმწიფო ღალატსა და  დონბასიდან ქვანახშირის გატანასთან დაკავშირებით სქემის ორგანიზაციაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ. გამომძიებლების ვერსიით,  ექს-პრეზიდენტი რუსეთის  და დონბასის თვითგამოცხადებული  რესპუბლიკების ხელმძღვანელობებთან  ერთად შეთქმულებაში მონაწილეობდა.

თავად პოროშენკო  ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. სასამართლოს შენობასთან პოროშენკოს მხარდამჭერთა მიტინგზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი პოლიციელი და ერთი მომიტინგე დაშავდნენ. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში