შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა

19 იანვარი 2022, 19:21 917 ნახვა

შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.

ინფორმაცია უკვე მითითებულია შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებ-გვერდზე. რომლის თანახმადაც საქართველო იმ 30-მდე ქვეყნის ჩამონათვალშია, რომელთა კოვიდ-პასპორტებსაც ქვეყანა აღიარებს.

ვებ-გვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში შესულ მოქალაქეებს კოვიდპასპორტის გარდა, სავალდებულო ტესტირების გავლაც მოეთხოვებათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში