თბილისი მარტში ძიუდოს გრანდ სლემს უმასპინძლებს

19 იანვარი 2022, 22:34 1217 ნახვა

თბილისი ძიუდოში ამჯერადაც უმაღლესი რანგის ტურნირს - გრანდ სლემს უმასპინძლებს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მიმდინარე წლის კალენდარი დაამტკიცა, სადაც ნათქვამია რომ საქართველოს დედაქალაქში 25-27 მარტს გრანდ სლემი გაიმართება.

დიდი ხნის განმავლობაში თბილისური ტურნირი გრან პრის სტატუსს ატარებდა , თუმცა გასული წლიდან ტურნირის პრესტიჟი უფრო გაიზარდა როდესაც გრანდ სლემის სტატუსი მიენიჭა.

გასულ წელს საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემზე 9 მედლით საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძიუდოსტებმა 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ძიუდოში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი 2-9 ოქტომბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში